LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიტანიკის მგზავრების გადამრჩენელი კაპიტნის საათი აუქციონზე რეკორდულ თანხაც გაიყიდა

115
01jcvfhezb7jpc5tx4vpf3g5xn-copy

ორთქლმავალი „კაპტანიას“ კაპიტნის საათი აუქციონზე 1,56 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. The Guardian-ის ინფორმაციით, ეს სწორედ ის ორთქლმავალია, რომელმაც ჩაძირული „ტიტანიკის“ 705 მგზავრი გადაარჩინა.

ვაჭრობის თანხა ნამდვილად რეკორდულია, რადგან ყველა ნივთი, რომელიც „ტიტანიკს“ უკავშირდებოდა და აუქციონებზე აქამდე გაყიდულა, ბევრად ნაკლებად შეფასდა. საათი აშშ-ში მცხოვრებმა კერძო კოლექციონერმა შეიძინა და მას თავისი ვინაობის გამხელა არ სურს. აუქციონი ინგლისურმა სახლმა Henry Aldridge & Son of Devizes ჩაატარა.

18 კარატიანი Tiffany & Co-ს საათი კაპიტან არტურ როსტრონუს ლაინერის ჩაძირვის შედეგად დაღუპული მდიდარი ბიზნესმენების ქვრივებმა აჩუქეს.

არტური „კაპტანიას“ 1905 წლიდან უძღვებოდა. 1912 წლის სამაშველო ოპერაციის შემდეგ მისი კარიერა არაჩვეულებრივად განვითარდა. აშშ-ს კონგრესმა მას ოქროს მედალი გადასცა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კი ის ბრიტანეთის იმპერიის ორდენითაც დაჯილდოვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები