„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ მომხმარებლისთვის ახალი საგაზაფხულო შეთავაზება აამოქმედა. ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფში ორიგინალი ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას ფიზიკური პირები მხოლოდ 240 ლარად მიიღებენ. საგაზაფხულო აქცია ტოიოტას ბრენდის ნებისმიერ ჰიბრიდულ მოდელზე ვრცელდება.
როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსები უახლესი აპარატურით უზრუნველყოფენ.
„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, რომ ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფის დაზიანებისა და მისი შეკეთების ხარჯების თავიდან აცილება, ზეთის დროული შეცვლითაა შესაძლებელი. შედეგად, ახალი, ორიგინალი წარმოების ზეთი უზრუნველყოფს ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფის მსუბუქ, უსაფრთხო და ეკონომიურ მუშაობას, რითაც საბოლოო ჯამში, ავტომობილის ექსპლუატაციის ვადაც იზრდება. გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის რეკომენდებული სტანდარტი კი 80 000 კმ გარბენია.
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, მომხმარებელი, რომელსაც საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა სურს, პანდემიის პირობებში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, წინასწარ უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და სერვისის მისაღებად ჩაეწეროს, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com
„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისულ მომხმარებელს მომსახურებას პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციების სრული დაცვით გაუწევენ და ავტომობილს უმოკლეს დროში განუახლებენ.