LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ ჰიდლსტონი და ტეილორ სვიფტი ფოტოგრაფებთან ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ (ფოტო)

389

ტომ ჰიდლსტონისა და ტეილორ სვიფტის ერთად გამოჩენას ყოველთვის დიდი რეზონანსი მოჰყვება ხოლმე. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ 26 წლის სვიფტი სამი კვირის წინ დაშორდა კელვინ ჰარისს.

მომავალი ბონდისა და გრემის მფლობელი მომღერლის ფოტოები რეპორტიორებმა ნეშვილში, Bridgestone Arena-ზე გადაიღეს. სელენა გომესის შოუს შემდეგ წყვილი ხელჩაკიდებული ტოვებს საკონცერტო დარბაზს.

ფოტოების მიხედვით, ტეილორ სვიფტი არაჩვეულებრივ განწყობაზეა, მან თაყვანისცმემლებთან გასაუბრებაც მოასწრო. ბევრად უფრო თავშეკავებული ჩანდა ტომ ჰიდლსტონი, რომლის ყურადღებაც მხოლოდ სვიფტისკენ იყო მიმართული.

 ტეილორ სვიფიტი ძალიან კარგად გამოიყურებოდა წითელ კაბაში The Reformation-ის კოლექციიდან,  ტომ ჰიდლსტონს კი, როგორც ჩანს, დეზოდორანტმა უმტყუნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g