ჰოლივუდის ლეგენდის, ტომი ლი ჯონსის, ქალიშვილი, ვიქტორია ჯონს ორსულად იყო, როცა ის სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ US Magazine სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება.
ვიქტორია ჯონსს წარსულში ჰქონდა სამართლებრივი პრობლემები. 2023 წლის აგვისტოში ტომი ლი ჯონსმა სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, რომ ქალიშვილისთვის მეურვეობა დაწესებულიყო. იმ დროს ვიქტორია 14-დღიანი ფსიქიატრიული დაკვირვების ქვეშ საავადმყოფოში იმყოფებოდა. მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ იგი შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდა საკუთარი თავისთვის ან სხვებისთვის.
ცნობისთვის, ვიქტორია ჯონსი სან-ფრანცისკოს პრესტიჟულ სასტუმროში Fairmont Hotel-ის 14-ე სართულზე 1-ელ იანვარს უგონო მდგომარეობაში იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა სტუმარმა ჩათვალა, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სასტუმროს პერსონალს აცნობა. თანამშრომლებმა პირველადი დახმარება გაუწიეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა უკვე დაგვიანებული იყო.
გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი გარდაცვალება შესაძლოა ზედოზირებას უკავშირდებოდეს.
ერთადერთი ქალიშვილის ტრაგიკული გარდაცვალებით განადგურებული ტომი ლი ჯონსი პირველად გამოჩნდა
ტომი ლი ჯონსის ერთადერთი ქალიშვილი სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს – შემაშფოთებელი დეტალები


