ახალი თაობის Toyota RAV4 და Highlander ჩინეთში შეიქმნება. როგორც პორტალი IT Home იტყობინება, ავტო გიგანტი ჩინელი პარტნიორების რესურსების გამოყენებას არა მხოლოდ ელექტრომობილების bZ-სერიის განვითარებისთვის, არამედ ტრადიციული მოდელებისათვისაც გეგმავს.
მომავალი მოდელები — RAV4, Highlander და Sienna — პარტნიორებთან ერთად შემუშავდება და FAW-Toyota-ს საწარმოო ბაზაზე აიწყობა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინური ვერსიები გლობალური ვარიანტებისგან ძალიან განსხვავებული იქნება.
Toyota-ს კვლევისა და განვითარების ჩინური განყოფილება დეცენტრალიზდება — რაც ნიშნავს, რომ მას ექნება უფლება გადაწყვეტილებები ტოკიოსთან შეთანხმების გარეშე მიიღო.
ასევე, Toyota-ს ჩინურ ფილიალს ექნება საერთო პერსონალის მართვის სისტემა, მაშინ როცა ამჟამად FAW-Toyota, GAC-Toyota, BYD-Toyota და ციფრული ტექნოლოგიების განყოფილება Toyota IEM ცალ-ცალკე მუშაობენ.
Toyota-ს წარმომადგენლის თქმით, კომპანია არ დათმობს სტანდარტებს უსაფრთხოებაში, მუხრუჭების, საჭის მართვისა და ბატარეების სფეროში — ეს სფეროები იაპონურ კრიტერიუმებს უნდა შეესაბამებოდეს.
ასევე, მოსალოდნელია რომ მომავალში Toyota-ს მოდელები პარტნიორების ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის ელემენტებთან დაახლოვდეს.