Toyota-მ იაპონიაში 4 ქარხანა გააჩერა. მიზეზი – დიზელის ძრავებთან დაკავშირებით მონაცემთა გაყალბება გახდა, რომელიც პოპულარულ toyota-ს და Lexus-ს დაუდგინეს. ამან იაპონური ბრენდის ათობით მოდელის მიწოდებაზე იმოქმედა, მათ შორის Toyota Land Cruiser 300-ზე.
Toyota Industries Corporation-ის ბაზაზე, სადაც დიზელის ძრავებს აწარმოებენ, შემოწმებები უკვე დაიწყო. მას იაპონიის სახელმწიფო მიწების, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის და ტურიზმის სამინისტრო ატარებს.
სიტუაცია საკმაოდ სერიოზულია და გამოძიება ყველა დეტალს მოიცავს.