აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს იმედი აქვს, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმების მიღწევას მიმდინარე კვირაში შეძლებენ. ამის შესახებ ტრამპმა გვიან ღამით დაწერა თავის სოციალურ ქსელში.
„იმედია, რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
დონალდ ტრამპის თანახმად, შეთანხმების შემდეგ ორივე ქვეყანა დაიწყებს დიდ ბიზნესს შეერთებულ შტატებთან და გამდიდრდებიან.
მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებები „კულმინაციას უახლოვდება“, თუმცა ახლა მთავარია, პროცესი რომელიმე მხარემ არ გაართულოს. ასევე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ორივე მხრიდან „ომის დასრულების ნამდვილი სურვილი“ უნდა იყოს.