LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი სასამართლოს სთხოვს, შეაჩეროს მისი სახლიდან ამოღებული მასალების გაცნობა – რა ნივთების დაბრუნებას ითხოვს ექსპრეზიდენტი

51
tramp fbi

„როიტერის“ ინფორმაციით,  აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სასამართლოს თხოვნით მიმართა, დროებით დაბლოკოს ფედერალური ბიუროს მხრიდან მისი სახლიდან ამოღებული მასალების გაცნობა. 

სააგენტოს ცნობით, დონალდ ტრამპმა ორშაბათს სთხოვა ფედერალურ სასამართლოს, დროებით დაბლოკოს ფედერალური ბიუროს მხრიდან იმ მასალების განხილვა, რომელიც ბიურომ ორი კვირის წინ მისი ფლორიდის სახლიდან ამოიღო, სანამ არ დაინიშნება სპეციალური ექსპერტი, რომელიც განხილვას გააკონტროლებს.

დონალდ ტრამპი – ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტები პირველი ლედის ტანსაცმელში იქექებოდნენ

ტრამპი სასამართლოში შეტანილი შუამდგომლობით, რომელიც შეტანილ იქნა ფლორიდის ფედერალურ სასამართლოში, ასევე მოითხოვს, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მიაწოდოს მას ქონების უფრო დეტალური ჩამონათვალი, რომელშიც აღწერილია ის ნივთები, რომლებიც ფედერალურმა ბიურომ ამოიღო მისი სახლიდან 8 აგვისტოს და სთხოვა გამომძიებლებს, დაუბრუნონ მას ის ნივთები, რომლებიც არ შედის ჩხრეკის ორდერში.

„არ შეიძლება, პოლიტიკამ გავლენა მოახდინოს მართლმსაჯულების აღსრულებაზე. სამართალდამცველი ორგანო არის ფარი, რომელიც იცავს ამერიკელებს. ის არ შეიძლება, გამოყენებულ იქნას იარაღად პოლიტიკური მიზნებისთვის“, – ნათქვამია სასამართლოსადმი ტრამპის მიმართვაში.

ამასთან, დონალდ ტრამპმა სასამართლოსგან მასალების გასაცნობად ნეიტრალური ექსპერტის დანიშვნა მოითხოვა.

მის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპის საკუთრებიდან ამოღებული დოკუმენტები დაკავშირებულია მის ყოფილ თანამდებობასთან და ამიტომ განხილულ უნდა იყოს ნეიტრალური რეცენზენტის მიერ.

რეზიდენციაში რეიდის დროს FBI-ს აგენტებმა ჩემი სამი პასპორტი მოიპარეს, ეს პოლიტიკურ ოპონენტზე უპრეცედენტო თავდასხმაა – ტრამპი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g