LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპის დაცვა აშშ-ს შესაძლოა, დღეში ნახევარი მილიონი დაუჯდეს

554

ნიუ იორკი ფედერალურ მთავრობას, ტრამპ თაუერის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 35 მილიონი დოლარის გამოყოფას სთხოვს.

ეს ხარჯები ახლადარჩეული ამერიკის პრეზდენტის დონალდ ტრამპის მანჰეტენის რედიზენციის და ბიზნეს შტაბისთვის არის საჭრო, სადაც ტრამპი უმეტეს დროს ატარებს.

ტრამპის ხაზინის მდივანის  სტივენ მუჩინის განცხადებით, ამ ხარჯებით მეხუთე ავენიუს 56–ე და 57–ე ქუჩების დაცვის ანაზღაურება უნდა მოხდეს 8 ნოემბრიდან 20 იანვრამდე (ტრამპის ინაუგურაციამდე).

გამოდის, რომ ერთი დღე დონალდ ტრამპის დაცვა ნიუ იორკის პოლიციას დაახლოებით, ნახევარი მილიონი დოლარი ჯდება.

პოლიციის დეპარტამენტი ინაუგურაციისთვის, უსაფრთოხების ზომებს საიდუმლო სამსახურთან უკვე განიხილავს.

მეხუთე ავენიუს 57–ე ქუჩის დაცვას საიდუმლო სამსახური და მძიმედ შეიარაღებული პოლიციის დანაყოფები ცდილობენ, მას შემდეგ რაც ტრამპი რესპუბლიკელების კანდიდატი გახდა. არჩევნების შემდეგ კი ქუჩას ინტენსიურად აკონტროლებენ არამარკირებული მანქანები და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი თანამშრომლები.

800x-1

მის ადმინისტრაციაში გახმაურებული სტუმრების ვიზიტებმა და შეხვედრებმა მეხუთე ავენიუზე საცობები გამოიწვია, რაც ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ტურისტების უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

„ამერიკის არც ერთი პრეზიდენტი არ ცხოვრობდა აქამდე, ასეთ მჭიდროდ დასახლებულ რაიონში. ამ  რაიონში ტურისტების ყურადღებას იქცევს ცენტრალური პარკი, თანამედროვე ხელოვნებიუს მუზეუმი ასევე, ყველაზე თანამედროვე და ძვირადღირებული ბრენდების მაღაზიები“, – წერენ კონგრესისთვის მიწერილ წერილში ტრამპის ხაზინის თანამშრომლები.

მათი თქმით, კონგრესმა გასულ წლებში, ნიუ იორკში, მსოფლიო ლიდერების, მათ შორის უცხოელი სტუმრებისა და მთავარი მოვლენების უსაფრთხოების ხარჯები სრულად აანაზღაურა.

პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას დონალდ ტრამპი ოფიციალურად 20 იანვარს შეუდგება. ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ, თეთრ სახლს ბარაკ ობამა ოჯახთან ერთად ახალ პრეზიდენტს დაუთმობს. ტრამპის ქონება 3 მილიარდ 700 მილიონი დოლარია. ის უარს ამბობს პრეზიდენტის ხელფასზე და სიმბოლურად, მხოლოდ 1 დოლარს აიღებს, თუმცა როგორც ჩანს ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტრამპი საკუთარი ხარჯების გაფლანგვას გეგმავს.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g