LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპის დასაცავად ნიუ-იორკში დღეში 1 მლნ-ზე მეტი იხარჯება

88

არჩეული პრეზიდენტის და მისი ოჯახის დაცვა ნიუ-იორკს დღეში 1 მლნ დოლარზე მეტი უჯდება, „სიენენის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ.

ტრამპის თეთრ სახლში გადასვლის შემდეგ კი ეს თანხა დიდად არ შემცირდება, რადგან პრეზიდენტის ცოლი მელანია და მისი შვილი, ბარონი ნიუ-იორკში, ტრამპთაუერში რჩებიან საცხოვრებლად, სასწავლო წლის დასრულებამდე. დონალდ ტრამპი კი გეგმავს, ხშირად დაბრუნდეს ხოლმე სახლში.

ამას გარდა, პოლიცია იცავს პრეზიდენტის შვილებს, შვილიშვილებს. ყველა მათგანი ნიუ-იორკში ცხოვრობს და საიდუმლო აგენტების დაცვის ქვეშ იმყოფებიან.

38d3aab500000578-3808551-donald_trump_s_impeccably_dressed_family_stood_on_stage_with_him-a-12_1474949113044

ნიუ-იორკის მერი, ბილ დე ბლასიო ამბობს, რომ ქალაქს ხარჯებთან გამკლავებაში ფედერალური ბიუჯეტი უნდა დაეხმაროს.

პრეზიდენტის დაცვა საიდუმლო სამსახურის ვალდებულებაა, თუმცა ადგილობრივ სამართალდამცველებს მათი დახმარება ევალებათ, თუნდაც  საზოგადოებაში გამოჩენის დროს.

ყველა პრეზიდენტი სახლში დაბრუნებისას პოლიციამ უნდა დაიცვას, მაგრამ ტრამპის დაცვა განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან ის მჭიდროდ დასახლებულ ადგილას ცხოვრობს ნიუ-იორკში.

„ჯერ არასოდეს მომხდარა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს ნიუ-იორკში ეცხოვრა. მისი სამომავლო გეგმები უცნობია, მაგრამ ზუსტად ვიცცით, რომ უახლოესი 65 დღის მანძილზე, ინაუგურაციამდე ტრამპი ნიუ-იორკში იქნება მუდმივად. ნიუ-იორკისთვის ეს გამოწვევა არ იქნება სირთულეებთან დაკავშირებული, დარწმუნებული ვარ,“ – განაცხადა ბილ დე ბლასიომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g