ბრიტანულმა ტელეარხმა Channel 4-მა ახალი დოკუმენტური სერიალი წარადგინა, რომელშიც პირველად გაჟღერდა მაიკლ ჯექსონის მანამდე არასდროს გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერები. ჩანაწერებში „პოპის მეფე“ შოკისმომგვრელ განცხადებებს აკეთებს და ამბობს:
„თუ ახლა მეტყოდი, მაიკლ, შენ ვეღარასდროს ნახავ ბავშვებს, თავს მოვიკლავდი. ბავშვებს უბრალოდ უნდათ მომეხვიონ, შემეხონ… ისინი ჩემს სიყვარულს გრძნობენ და ზოგჯერ ეს პრობლემებს მიქმნის“, – ამბობს ის ჩანაწერში.
მაიკლ ჯექსონის შემაძრწუნებელი აუდიოჩანაწერები სკანდალურ დოკუმენტურ სერიალში
ოთხნაწილიანი დოკუმენტური სერიალი The Trial-ის ეთერში 4 თებერვალს, საღამოს 9 საათზე გავიდა და ფოკუსირებულია მაიკლ ჯექსონის 2005 წლის სკანდალურ სასამართლო პროცესზე, რომელიც ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებებს ეხება.
ჩანაწერები ახალ „რგოლს“ აჩენს ჯექსონის ურთიერთობაზე სიმსივნე გადატანილ ბავშვთან, გევინ არვიზოსთან, რომელმაც მოგვიანებით იგი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. მან 2005 წელს გამართულ სისხლის სამართლის პროცესში ჯექსონს ბრალი წაუყენა. კადრებში ჩანს, როგორ ატარებს ჯექსონი დროს არვიზოსთან მარტო, პიკნიკებზე, Neverland-ის ტერიტორიაზე.
ცნობისთვის, 2005 წლის სასამართლო პროცესზე მაიკლ ჯექსონი გამართლდა ყველა წარდგენილ ბრალდებაში, მათ შორის, ბავშვზე ძალადობის ოთხ ეპიზოდში, ბავშვის ალკოჰოლით დათრობისა და სექსუალური ძალადობის ბრალდებებში, ასევე შეთქმულებაში, რომლის მიხედვითაც იგი თითქოს არასრულწლოვანსა და მის ოჯახს კალიფორნიის რანჩოზე აკავებდა.
უცნაური სათამაშოები, რომლებიც მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ, მის ცნობილ რანჩოზე იპოვეს