„ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღეს არ მესმის. თუ იდეაა, რომ ბიზნესი მოკლან, მიღწეულია“, – ამის შესახებ წერეთელზე მდებარე რესტორანი „ტერასას“ ხელმძღვანელი ილია ბირთველიშვილი, “მწვანე ბარათების” ამოქმედების საკითხზე საუბრისას აცხადებს.
საკითხზე მან „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა და თქვა, რომ ასეთ პირობებში მუშაობის გაგრძელება ძალიან რთულია, რადგან შემოსავალი არ ჰყოფნის ხარჯებს. „მარტივი არითმეტიკაა, ქვეყანაში რა ოდენობაც არ არის აცრილი, გამოხატული პროცენტებში, ზუსტად იმდენივე პროცენტის შემოსავალი დააკლდა ჩვენს რესტორანს. 70% მოაკლდა და 30%-ით ეს ბიზნესი ვერ გადარჩება. სადამდეც ვინმეს რესურსი გაყვება იმუშავებს, ვისაც ვერ გაყვება – დაიღუპება“ – აცხადებს ბირთველიშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოში ე.წ “მწვანე პასპორტი” 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდა.