LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ინფიცირება არ შემცირდება და მინიმუმამდე არ ჩამოვა, ყოველთვის რჩება შანსი ახალი მუტაციის აღმოცენების: ბიძინა კულუმბეგოვი

208
ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, „თუ ინფიცირება არ შემცირდება და მინიმუმამდე არ ჩამოვა, ყოველთვის რჩება შანსი ახალი მუტაციის აღმოცენების“. კულუმბეგოვი ვარაუდობს, რომ „ომიკრონი“ და მისი ქვეშტამები მსოფლიოზე დომინაციას დიდი ხნით შეინარჩუნებენ.

„ვირუსის ევოლუციური ბუნებიდან გამომდინარე, რაც მეტი ადამიანი ინფიცირდება და თუ ეს დროის მონაკვეთში არ შემცირდება და მინიმუმამდე არ ჩამოვა, ყოველთვის რჩება შანსი ახალი მუტაციის აღმოცენების.

„ომიკრონი“ და მისი შვილობილი ქვეშტამები გარკვეულწილად ალბათ დიდი ხანი შეინარჩუნებენ მსოფლიოზე დომინაციას, თუმცა ამისგან დაცვის და პრევენციის ერთადერთი საშუალებაა შემთხვევის მინიმუმამდე ჩამოყვანა და ადამიანებს შორის ვირუსის ცირკულაციის შემცირება. რა თქმა უნდა ეს გზა გადის ვაქცინაციაზე“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ეპიდემიოლოგიური სტაბილურობა თებერვლის მეორე ნახევრიდან უნდა გამოიხატოს – კულუმბეგოვი

„ომიკრონის“ ტალღამ დაიწყო დაღმასვლა – მომდევნო კვირიდან გვეცოდინება, რამდენად არის პიკი გადავლილი: თამარ გაბუნია

დაინფიცირდა 15 644, გარდაიცვალა 46 პაციენტი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g