LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეპიდემიოლოგიური სტაბილურობა თებერვლის მეორე ნახევრიდან უნდა გამოიხატოს – კულუმბეგოვი

85
budzinakulumbegovi345-2021-06-01-12-29-34-383919

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 24 600-ზე მეტ ადამიანს, 54 გარდაიცვალა. ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სტაბილურობა თებერვლის მეორე ნახევრიდან უნდა გამოიხატოს. ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა.

„პრაქტიკულად, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ქვეყანაში პოზიტიური ტესტების რაოდენობა 30%-ზე მეტია, რაც მიუთითებს შიდასაზოგადოებრივი გავრცელების უპრეცედენტო მასშტაბებზე და, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ იმუნური ფენა დროის მცირე მონაკვეთში უკვე თითქმის 90%-ს გადააჭარბებს, რაც ასევე ხელს უწყობს დაავადების გავრცელების ტალღების და გადაცემის ჯაჭვების შემცირებას, რაც ეპიდემიოლოგიურ სტაბილურობაში უნდა გამოხატოს უკვე თებერვლის მეორე ნახევრიდან,”- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გასული კვირის ბოლოს განაცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდემიის მორიგი ტალღის პიკია და სიტუაცია დაღმავალი ფაზისკენ წავა თუ არა, ამაზე იმსჯელებენ იმის მიხედვით, რა მონაცემები იქნება ამ კვირის სამშაბათს და ოთხშაბათს.

ამირან გამყრელიძე: პიკში ვართ-დაღმავალი ფაზისკენ წავა თუ არა, უნდა ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, ინფიცირების რა მონაცემები გვექნება სამშაბათს და ოთხშაბათს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g