LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ კანონს ვარღვევთ, მოგვთხოვოს სახელმწიფომ პასუხი, ხომ არ ვიჩხუბებთ ფიზიკურად?” – მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

66
BeFunky-collage (2)

თუ მე ჩავიდინე რაიმე დანაშაული, მომთხოვოს სახელმწიფომ პასუხი და მაგებინოს, – ასე ეხმაურება მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, სამართლიან სახელმწიფოში ხელისუფლება პასუხს სთხოვს კანონის დამრღვევს.

“თუ კანონს ვარღვევთ, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონის დარღვევაზე მოგვთხოვოს სახელმწიფომ პასუხი. არ არის ასე? ხომ არ ვიჩხუბებთ ფიზიკურად? ყველას აქვს უფლება დაარღვიოს კანონი, ოღონდ მერე უნდა ვაგოთ კანონის წინაშე პასუხი…

ყველა მოქალაქეს, სახელმწიფოში ვინც ცხოვრობს, შეუძლია დაარღვიოს კანონი, ოღონდ ამ კანონის წინაშე მერე სახელმწიფომ უნდა აგებინოს პასუხი, ასე არ არის? ვინმეს აუკრძალეს დანაშაულის ჩადენა? ჩადიან დანაშაულებს, ოღონდ მერე უნდა მოსთხოვონ პასუხი. თუ მე ჩავიდინე რაიმე დანაშაული, მომთხოვოს სახელმწიფომ პასუხი და მაგებინოს. თუ ომბუდსმენმა დაარღია, არ შეიძლება ასე მომხდარიყო, იმასაც მოსთხოვონ, მერე სასამართლომ გადაწყვიტოს”- აცხადებს მეუფე ნიკოლოზი “ფორმულას” ეთერში.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც თქვა, რომ 2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის, 3 სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, ხოლო ერთი – სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე.

ამავე თემაზე:

ვიდეო: “ეკონომიკაზე საუბრობთ მხოლოდ?!” – “ოცნების” დეპუტატი, რომელიც ნინოწმინდის პანსიონზე დასმულ შეკითხვას არ პასუხობს

კორძაია: “თუ დღეს დედამიწაზე ჯოჯოხეთი ბავშვებს აქვთ ღაზას სექტორში, საქართველოში ეს ადგილი ნინოწმინდაა”

არაა გასაკვირი, რომ სახელმწიფო დუმს, მხოლოდ ივანიშვილის შვილებს იცავენ: უგულავა ნინოწმინდის პანსიონზე

მჯერა, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს, როცა საკითხი ეხება ბავშვებს: თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონზე

შემიძლია ვთქვა, რომ აქ აწამებენ ბავშვებს, რადგან არ ვიცით, რა ხდება და ვიცით, რომ ოთხი საქმეა აღძრული: სამნიძე ნინოწმინდის პანსიონატზე

ხოშტარია: “ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე, დღეს 6-ზე შევიკრიბოთ პროკურატურასთან”

დარმწუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს შველა სჭირდებათ: დეკანოზი თამაზ ლომიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g