უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას დაკრძალვის შემდეგ, მამამ არჩილ ხოფერია სოციალური ქსელში დაწერა:
„სულ მარტო დარჩა ბებერი ქოფაკი გამცვდარი ერთგან ჩამოტეხილი ეშვით და ყელზე ძველი ჩანგლებით რომელიც მხოლოდ იმიტომ არ იჟანგება რომ ჟამიდან- ჟამზე მოხდურის სისხლით იფერება..
ხვადი დაკარგა ახალგაზრდა ერთადერთი ხვადი მისი და ფარის იმედი..
ამჯერად ხროვამ იძალა .. და თუ მთვარიან ღამეში გადაბმულ ყმუილს გაიგონებთ ეს მარტოდ დარჩენილი გლოვობს და ისევ ელოდება ხროვის გამოჩენას..“, – წერს არჩილ ხოფერია.
ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია უკრაინაში პირველ დეკემბერს ბახმუტთან დაიღუპა. დაღუპულის ბიძა, – ჯამბულათ ხოფერია, – 1993 წელს აფხაზეთის ომს ემსხვერპლა. აფხაზეთის ომში იბრძოდა მისი მამაც – არჩილ ხოფერია.
ამავე თემაზე:
“რატომ ებრძვიან ქართველები რუსებს? იმისთვის, რომ აქ არ ცვიოდეს ბომბები, არ ნადგურდებოდეს ჩვენი ქალაქები და სოფლები, არ აუპატიურებდნენ ქალებს, არ იხოცებოდნენ ბავშვები” – არჩილ ხოფერია
“მე პირადი მტრები არ მყავს, მხოლოდ ერთი მტერი დამრჩა, რომელიც ჩემს ხალხს და ქვეყანას ებრძვის” – არჩილ ხოფერია
„კაცი, რომელმაც ტამიშის ბრძოლის უიარაღო გმირის უმძიმესი ისტორია ჩვენამდე მოიტანა, არჩილ ხოფერიაა, უკრაინაში დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამა“ – თეა ადეიშვილის ემოციური მიმართვა
„ამ მებრძოლს და მართლა გოლიათს, საქართველოს მოყვარულს და პატრიოტს ბოლოს ტაძარში შევხვდი, ერთმანეთს ჩავეხუტეთ“ – რას წერს ნადიმ ხმალაძე უკრაინაში დაღუპულ სამხედროზე
“მომეწონა მისი ვაჟკაცური მიდგომა საკითხისადმი.. ვიზიარებ მწუხარებას საქართველო, კიდევ ერთი გმირი დავკარგეთ!” – ლადო გამსახურდია
„არ ვიცი, რომელ გვერდში მოარტყეს ჩემს მეგობარს ტყვია, რომელმაც სამუდამოდ დააძინა, მაგრამ ვიცი, როგორ იცხოვრა – გმირულად და სამშობლოს სიყვარულით“ – რას წერენ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე