LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება, ფლობთ სახლს, მიწას ან ავტომობილს, თქვენ გაქვთ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება – რა უნდა ვიცოდეთ ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას, რას ამბობს ზურაბ ძნელაშვილი

1143
ზურაბ ძნელაშვილი

იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელი, ზურაბ ძნელაშვილი დაინტერესებული ფიზიკური პირებისთვის, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, პროცედურებს განმარტავს:

  1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
  1. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
  2. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
  3. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
    ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
    ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
  4. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
  5. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე – 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე – კვ/მ; სასოფლო მიწაზე – ჰა).
  6. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
  7. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
  8. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
  9. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
  10. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
  11. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
  12. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი”: | წერს ძნელაშვილი“, – ვკითხულობთ ზურაბ ძნელაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

⚠️ აი რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ წელს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა გიწევთ: 📌 დეკლარაციის…

Posted by Zurab Dznelashvili on ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g