LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, დღეში მხოლოდ 10-20 შემთხვევა გვექნება, ეს ეპიდემიის დამარცხების ტოლფასი იქნება – ცერცვაძე

184
თენგიზ-ცერცვაძე

კორონავირუსთან დაკავშირებით ქართველი ექსპერტების პროგნოზი ჯერჯერობით მართლდება, მაგრამ ჯერ არის მხოლოდ ნაწილობრივი წარმატება. საქართველოში ბოლო პერიოდში აღინიშნებოდა მატება, ხოლო მსოფლიოში კატასტროფული მატება. ამ ფონზე, რასაც მივაღწიეს, არის წარმატება – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა “პირველი არხის” ეთერში ისაუბრა.

თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ქვეყანამ ვითარების სტაბილაზიას და გავრცელების შემცირებას შეზღუდვებისა და საგანგებო წესების პირობებში მიაღწია.

„ის, რასაც მივაღწიეთ, ძალიან კარგია. ეს ეტაპი უნდა გაგველო, მაგრამ ჭეშმარიტ წარმატებაზე შეგვეძლება ვილაპარკოთ, როდესაც ამ დონეს ანუ დღეში 10, მაქსიმუმ 20 შემთხვევის მატების დონეს შევინარჩუნებთ მაშინ, როცა შეზღუდვები აღარ იქნება. თუ ამ დონის შენარჩუნებას მაშინაც შევძლებთ, ეს უკვე იქნება დიდი წარმატება და ფაქტობრივად ეპიდემიის დამარცხების ტოლფასი, რამეთი 10 ახალი შემთხვევა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის, რომელიც ძალიან მობილიზებულია დაავადებასთან საბრძოლველად“- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

„პლაქვენილთან“ დაკავშირებული განცხადებები ნამდვილად გადაჭარბებული იყო და არასამედიცინო მოტივები ჰქონდა – ცერცვაძე

ამასთან, მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა ის, რომ ეს ეპიდემია ჩინეთის გარდა სადმე გაცილებით ადრე იყო, ვიდრე მსოფლიომ ამ ვირუსის არსებობის შესახებ შეიტყო.

ვაქცინას შესაძლოა, მაინც მედიკამენტმა მოასწროს, დავასახელებდი ორ თარიღს… – ცერცვაძის პროგნოზები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g