LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ თავად ვერ ახერხებს მისი უფლებების დაცვას, დარჩება განცდა, რომ ვერავის უფლებებს ვერ დაიცავს – მაჭარაშვილი ლომჯარიაზე

56
BeFunky-collage (4)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება სახალხო დამცველის განცხადებას, სადაც ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენაა და მან საკუთარი თავიც იპოვა ფაილებში.

სახალხო დამცველი: საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ

როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, თუ ომბუდსმენი პრაქტიკულად შველას ითხოვს, ხოლო თუ გამოძიებას არ მიმართავს, „ეს ძალიან ცუდია” და გაჩნდება განცდა, რომ ის ვერც სხვა მოქალაქეების უფლებებს დაიცავს.

„თუ სახალხო დამცველი თავად ამბობს, რომ მისი უფლებებიც დაირღვა და ამის შემდეგ შესაბამის უწყებას არ მიმართავს, ეს არის ძალიან ცუდი, რადგან სახალხო დამცველი უნდა იცავდეს თითოეული მოქალაქის უფლებას კანონმდებლობის შესაბამისად, თუ სახალხო დამცველის უფლებები ირღვევა ისე, რომ თავად ვერ ახერხებს მისი უფლებების დაცვას, ბუნებრივია, საზოგადოებაში განცდა დარჩება, რომ ის ვერავის უფლებებს ვერ დაიცავს. ის პრაქტიკულად შველას ითხოვს, რომ მისი უფლება დაირღვა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

magti 5g