LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუკი ოპოზიციას ამ სისულელეების ოდნავ მაინც სჯერა, არ გაუშვას კომისიის შექმნის შანსი, შეუძლიათ პარლამენტში შემობრძანდნენ: მდინარაძე

79
FORTUNA.GE- (3)

უმრავლესობის წევრი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს სისულელეს უწოდებს და მიმართავს ოპოზიციას, ხელიდან არ გაუშვას კომისიის შექმნის შესაძლებლობა და პარლამენტში შესვლით საგამოძიებო კომისიის შექმნის ბერკეტი გამოიყენონ.

მამუკა მდინარაძემ ამის შესახებ დღეს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა პოლიტიკოსის მოწოდების საპასუხოდ განაცხადა.

პარტია “მოქალაქეები” გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

“დღეს, როცა ამ ფაბრიკაციის გავრცელებით და მასზე აღშფოთებით თავად არიან დაკავებულები, შეუძლიათ პარლამენტში შემობრძანდნენ და თუ ამ ფაბრიკაციისა და ცრუ ნარატივის მართლა სჯერათ, საგამოძიებო კომისია თავადვე შექმნან. თუკი ოპოზიციას „ქართული ოცნების” ლიდერების შეკვეთილი ძალადობის, აი, ამ სისულელეების ოდნავ მაინც სჯერა, არ გაუშვან კომისიის შექმნის შანსი.

ჩვენ ვნახეთ, რომ მათ უარი თქვეს არჩევნებთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე. გავრცელებული ცრუ ნარატივის 1 პროცენტით მაინც თუ სჯერათ, პარლამენტში შემოვიდნენ და საგამოძიებო კომისიის შექმნის ბერკეტი გამოიყენონ, თავად გამოიძიონ, რასთან გვაქვს საქმე”. – თქვა მდინარაძემ.

ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

დღესვე, იმ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელშიც სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქმეზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების მუხლით დაიწყო.

ჩვენი გუნდის წევრების უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ – წილოსანი ფარულ ჩანაწერებზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები