ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქართული ტურისტული კომპანიებისთვის ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ტური მოაწყო. ინფო-ტურში კერძო სექტორის 16 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ტურისტული კომპანიები საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, Gitoa – საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციამ, GTA – საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ და ეკოტურიზმის ასოციაციამ შეარჩიეს.
ტურის ფარგლებში, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე, კასრის წყალი და მიჯნის ყურე დაათვალიერეს, გაისეირნეს ცხენებით. ტურის მონაწილეებმა დაათვალიერეს სამუხის ველი.
ინფო-ტურის მიზანია შიდა და შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შედარებით უცნობი ადგილები და ობიექტები დაათვალიერონ და მარშრუტების გათვალისწინებით ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორთათვის ტურისტული პაკეტები მოამზადონ.