LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტი, რომელიც საქართველოში შემოვა, თერმოსკრინინგსაც გაივლის და ტესტირებაც ადგილზე ჩაუტარდება

122
200303161554433e

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო მუდამ მზად არის მიიღოს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტები, თუმცა მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია ისინი ნაკლებ რისკის შემცველი რეგიონებიდან იყვნენ. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ტურისტები, რომლებიც ქვეყანაში შემოვლენ, მხოლოდ თერმოსკრინინგს არ გაივლიან, არამედ საჭიროების შემთხვევაში მათ ადგილზე ჩაუტარდებათ ლაბორატორიული მომსახურეობა. ამის შესახებ მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვემყარებით საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ეტაპობრივად ინერგება. მნიშვნელოვანია, ტურისტები იყვნენ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ნაკლები რისკის შემცველ ქვეყნებს წარმოადგენენ, მაგრამ რა თქმა უნდა, იმავდროულად ვიაზრებთ, რომ სხვა ტურისტებიც იქნებიან. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მუდამ მზადაა, სხვადასხვა ქვეყნის ტურისტები მიიღოს. ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობები. როდესაც ტურისტი ქვეყანაში შემოვა, რა თქმა უნდა, მხოლოდ თერმოსკრინინგი არ იქნება საკმარისი. ჩვენ ვიცით, რომ გლობალურად სიტუაცია ბევრად უფრო გართულებულია და ვმსჯელობთ, თუ რომელ ლოკაციაზე გვექნება შესაძლებლობა, რომ პარალელურად ლაბორატორიული მომსახურება გვქონდეს და გარკვეული დაყოვნების შემთხვევაში, ტურისტმა ადგილზე მიიღოს მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ მას ეს საკუთარ ქვეყანაში არ აქვს გაკეთებული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტურიზმთან დაკავშირებული წესებისა და გაიდლაინების პირველი პროექტი უკვე მზადაა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g