დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა აცრების ინტენსივობასა და 100 000 სულ მოსახლეზე კორონავირუსის ავადობის მაჩვენებელზეა დამოკიდებული.
კითხვაზე, ხომ არ იგეგმება ამ მიმართულებით შემსუბუქების ღონისძიება, რამდენადაც, ის ტურისტებს უქმნის დისკომფორტს, იმნაძე ასე პასუხობს:
„ქვეყანაში, პრაქტიკულად, არავითარი შეზღუდვა აღარ მოქმედებს. დარჩენილია მხოლოდ პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და კომენდანტის საათი 11 საათიდან 4 საათამდე.
მესმის, მაგრამ რა ვქნა, მაინც ტურისტის 11 საათზე სახლში მისვლა მირჩევნია, დღეში 30 ჩემი თანამოქალაქის დაღუპვას. კომენდანტის მოხსნა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი იქნება აცრებით მოცვა და როგორი იქნება ავადობა 100 000 სულ მოსახლეზე,” – აცხადებს პაატა იმნაძე “ტვ პირველთან”.
შეგახსენებთ, პირველი ივნისიდან კომენდანტის საათი ქვეყანაში 23:00 საათიდან 4:00 საათამდე მოქმედებს.
გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეიდან 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს
