LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურნავა: დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები გვემატებიან, ვაქცინაცია უფრო გაამყარებს ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს

62
167282833-3901004523322511-7341815729807719356-n

ნათია თურნავას განცხადებით, მიუხედავად პანდემიისა, ქართულ ავიაბაზარს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ემატებიან.

როგორც მან უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ავიაკომპანიები ფრენის სურვილს ძირითადად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გამოთქვამენ, თუმცა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები თბილისისა და ბათუმის აეროპორტებშიც დაფრინავენ.

„ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ უფრო ოპტიმისტურად შევხედოთ მომავალ ტურისტულ სეზონს. ვაქცინაცია, რომელიც ამ ყველაფერს დაემატება, უფრო გაამყარებს ტურიზმის სწრაფად აღდგენის პერსპექტივებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ვაქცინირებული პირებისთვის შეღავათების დაწესების საკითხზეც ისაუბრა. „ჯერჯერობით დამატებით შეღავათებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა საუბარი მიდის, თუ რა წესები გარცელდება ვაქცინირებულ ადამიანებზე. ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს“, – განმარტა თურნავამ.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ კომპანიაში დასაქმებული ადამიანები არიან ვაქცინირებულები, ბევრ პერსპექტივას უქმნის დამსაქმებლებს. „ტურიზმში ამას ორმაგად დიდი დატვირთვა აქვს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რა ინფორმაცია იქნება გავრცელებული საერთაშორისო ვიზიტორებს შორის, ამა თუ იმ სასტუმროზე, რესტორანსა და სხვადასხვა ტურისტულ კომპანიაზე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g