თურქეთის ტურისტული სააგენტოები ენერგო კრიზისში მყოფ ევროპელებს, განსაკუთრებით პენსიონერებს, ადგილობრივ კურორტებზე „ზამთრის ტურებს“ სთავაზობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო Hurriyet ავრცელებს.
სიცივესა და ყინვაში დარჩენილი ევროპელებისთვის ანტალიის 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში საინტერესო ტურები მოამზადეს.
ტურისტთა მოთხოვნილებების მიხედვით „ზამთრის ტურების“ ღირებულება 1000-დან 10 000 დოლარამდეა.
ასეთი პროგრამა 2 თვეზეა გათვლილი და მასში ანტალიის 152 სასტუმრო, ასევე ბოდრუმი, მარმარისი და კუშადასი მონაწილეობენ.
აღსანიშნავია, რომ ევროპელებმა უკვე დაიწყეს ასეთი ტურების შეძენა, 2022 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში ჯავშნების რაოდენობა წინა წლის პერიოდთან შედარებით 2-ჯერაა გაზრდილი.