LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთი მზადაა შეიძინოს უკრაინის მარცვლეული, რომელიც ახლა პორტებშია გაჩერებული

114
15ftyuiy

თურქეთი მიზნად ისახავს 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს უკრაინის მარცვლეული, რომელიც ახლა პორტებშია გაჩერებული, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Yeni Safak სოფლის მეურნეობისა და ტყის მინისტრზე ვაჰიტ კირიშჩიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„არსებობს შეთანხმება უკრაინასთან მარცვლეულის 25%-იანი ფასდაკლებით შეძენაზე, თუმცა მათ წინაშეა დილემა პროდუქციის უსაფრთხო ექსპორტის სახით და სურთ, რომ თურქეთმა შეასრულოს არბიტრის როლი ამ პროცესში. უკრაინაც და რუსეთიც ჩვენ გვენდობა“,- განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, თურქეთი ამ კვირას უკრაინის, რუსეთისა და გაეროს წარმომადგენლებთან ორ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს, რომლის მიზანი მარცვლეულისთვის „მწვანე დერეფნის“ შექმნაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g