თურქეთი რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ბოსფორის გავლით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფანი გახსნას, – საკითხზე თურქეთის მაღალჩინოსანმა ისაუბრა, რომლის ვინაობაც მოლაპარაკებების კონფიდენციალურობის გამო არ სახელდება.
თურქეთის მიერ მარცვლეულის უკრაინიდან გატანაში დახმარების შესახებ დისკუსიებს გამოცემა Reuters-თან ორი სხვა სანდო წყაროც ადასტურებს. ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრია, რუსეთში ის უფრო „ნეიტრალურად“ განიხილება.
შეგახსენებთ, უკრაინის შავი ზღვის პორტებში 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული, რუსული აგრესიის გამო, ბლოკადაშია მოქცეული.