ამ დღეებში, პინკი მეშვიდე სტუდიური ალბომის Beautiful Trauma მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნეთი შოტლანდიას სტუმრობდა. გლაზგოში მიმდინარე კონცერტისას, ამერიკელმა მომღერალმა, მოულოდნელად, პერფორმანსი შეწყვიტა და ყურადღება აუდიტორიისკენ მიმართა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ცნობილი გახდა, რომ 37 წლის შემსრულებელი თვალს მის ერთ-ერთ თაყვანისმცემელს სახელად სარას ადევნებდა, რომელმაც მეგობარ გოგონას ხელი თხოვა.
🎥Watch the beautiful moment Pink fan Sarah proposes to her partner during Hampden Park show in Glasgow #pinkglasgow #Pink @Pink 😍👨❤️💋👨❤️🎥 pic.twitter.com/ICNy1k6Kop
— The Daily Record (@Daily_Record) June 24, 2019
შეგახსენებთ, რომ პინკის Beautiful Trauma World Tour გასული წლის 1 მარტს დაიწყო და მიმდინარე წლის 2 ნოემბერს დასრულდება.