LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თვალი დღემდე ლურჯი მაქვს, ის კი თავისუფალია.. არ ვიცი, რატო დავეხმარე, ალბათ მისი ოჯახის მუქარებმაც იმოქმედა..“ – რას წერს რენატა ბეგიაშვილი მასზე ძალადობაში ბრალდებული ექსმეუღლის გირაოთი გათავისუფლების შემდეგ

452
ფორტუნა - 2023-06-15T145104.054

მოდელი, რენატა ბეგიაშვილის ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი მეუღლის, შალვა იაშვილი სასამართლომ 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულს სოციალურ ქსელში ეხმაურება რენატა ბეგიაშვილი.

„არ ვიცი, რატო დავეხმარე, ალბათ მისი ოჯახის მუქარებმაც იმოქმედა, ან ზედმეტად მიამიტი და დიდი გული მაქვს.

მოსამართლის იმედი მქონდა, რაზედაც არ უნდა მომეწერა ხელი არ ცნობდა.. არ უფიქრია, რამდენად ზეწოლის ქვეშ ვიყავი მთელი ეს პერიოდი..

მოღალატე, ბოროტი ადამიანების გამო.. იმედი მაქვს, სხვა ქალი აღარ იქნება ჩემს ადგილას.. იმედი მაქვს, ჩემი შვილი და მე ძალიან ბედნიერები ვიქნებით. ღმერთი ყველგან არის და ყველაფერს ხედავს.

კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დავიჯერე, თუ როგორი უსამართლო გარემო გვაქვს ადამიანებს, ჩვენ შვილებს.. ფულზე გაყიდული ადამიანობა.“ – წერს რენატა ბეგიაშვილი.

 

არ ვიცი რატო დავეხმარე ალბათ მისი ოჯახის მუქარებმაც იმოქმედა ან ზედმეტად მიამიტი და დიდი გული მაქვს. მოსამართლის იმედი…

Posted by ვარდისფერი მთვარე რენატა on Thursday, June 15, 2023

 

მოდელმა, რენატა ბეგიაშვილმა 24 აპრილს სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი, რომელშიც ის საკუთარი შვილის მამას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მოდელმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მას სახეზე მძიმე დაზიანებები აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო, ბეგიაშვილის ყოფილი მეუღლე კი 25 აპრილს დააკავეს.

ამავე თემაზე:

„რენატა და ბავშვი ჩემთან ცხოვრობენ… მეგობრებისგან ვიცი, რომ მთელი დღე ერთად იყვნენ, ყველას დაულევია, შალვამ ფეხსაცმელი ესროლა“ – რას ამბობს რენატა ბეგიაშვილის მამა მომხდარზე

„რენატა ბეგიაშვილმა შალვა იაშვილს კისერზე დეკორაციული ჯაჭვი შემოახვია, ახრჩობდა – გარდა ამისა, ბეგიაშვილს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა“ – შალვა იაშვილის ადვოკატი

„ვინც ფიქრობს, რომ თავი დავიზიანე, მაგიდა ვირტყი და თავი კედელს ვურტყი…“ – რას წერს რენატა ბეგიაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები