LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავის მგზავრმა კარი გააღო და ტერმინალისკენ მიმავალი ლაინერიდან გადმოხტა

50
Capture

აშშ-ში ავიაკომპანია United Airlines-ის მგზავრმა დაჯდომის დროს თვითმფრინავის ავარიული კარი გახსნა და ფრთაზე გადმოხტა. ინფორმაციას ამის შესახებ Business Insider ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ინციდენტი ჩიკაგოს აეროპორტში მოხდა. ლაინერი სან დიეგოდან ახალი ჩამოფრენილი იყო და ასაფრენ ბილიკზე, ტერმინალისკენ მიდიოდა. როგორც ჩანს, ერთ-ერთმა მოგზაურმა გადაწყვიტა ტრაპს არ დალოდებოდა, ავარიული კარი გახსნა და ლაინერის ფრთაზე გადახტა, იქიდან კი მიწაზე დაეშვა.

აეროპორტში შესვლისთანავე ის პოლიციამ დააპატიმრა. აღსანიშნავია, რომ ინციდენტს სხვა მგზავრებზე გავლენა არ მოუხდენია და ლაინერის დატოვება მათ დაყოვნების გარეშე შეძლეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები