LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თვითორგანიზებული პროტესტიაო; ნაცები რა შუაშია, ჩვენც გვეზიზღებიანო; ამასობაში დეკანოიძე „ტოპ კონტრიბუტორი“ გამხდარა ამ ნაცთმოძულე ჯგუფში“ – მამუკა მდინარაძე

246
მაგთი (2)

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის პოსტს, რომელიც მან ჯგუფ „დაიტოვეში“ გამოაქვეყნა.

„თვითორგანიზებული პროტესტიაო; ნაცები რა შუაშია, ჩვენც გვეზიზღებიანო; ამასობაში დეკანოიძე „ტოპ კონტრიბუტორი“ გამხდარა ამ ნაცთმოძულე ჯგუფში, მაგრამ შეიძლება სხვა სახელით და გვარით იყო აქამდე, ასპროცენტიანი გამოაგდებენ“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ჯგუფ „დაიტოვეში“ გამოქვეყნებულ პოსტში ხატია დეკანოიძე აქციის მონაწილეებს პროტესტის ფორმად „სერბეთის მაგალითს“ სთავაზობს.

„სერბეთის მაგალითზე – მოვემზადოთ, დავგეგმოთ და უნდა გადავკეტოთ მნიშვნელოვანი მაგისტრალები. ეს არის პროტესტის ფორმა, რას ფიქრობთ?“, – წერს ხატია დეკანოიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g