LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტყუპებივით არიან“ – ნიკოლ კიდმანმა „ბალენსიაგას“ ჩვენებაზე 15 წლის ქალიშვილი გამოაჩინა

158
page

„პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში საფრანგეთის დედაქალაქში „ბალენსიაგას“ ჩვენება გაიმართა. ამ დღეს წითელ ხალიჩაზე ბრენდის ამბასადორი, ნიკოლ კიდმანი გამოჩნდა, რომელსაც თან 15 წლის ქალიშვილი, სანდეი ახლდა.

დედა-შვილის გამოჩენამ საზოგადოებაში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ნიკოლისა და კიტ ურბანის ქალიშვილის დედას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს. ამ დღეს ორივეს შავი კაბები ამშვენებდა და ვარცხნილობაც მსგავსი ჰქონდა.

„ტყუპებივით არიან“, „ნიკოლს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს“, „დედის ასლია“, „საოცრად ლამაზი გოგონაა“, – არ წყდება კომენტარები.

ნიკოლ კიდმანმა წითელ ხალიჩაზე „ბალენსიაგას“ ოქროსფერი კაბით გაიბრწყინა

56 წლის ნიკოლ კიდმანი ფილმის პრემიერაზე კრემისფერ კაბაში შეუდარებელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები