LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტყუპი გოგოები არიან, ერთი ბიჭი და მამა… დედა წასულია საზღვარგარეთ შვილებისთვის, რომ უჭირდათ“ – ადგილობრივი ბაღდათში მეწყერში მოყოლილ ოჯახზე

1287
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (4)

ბაღდათის სოფელ ნერგეეთი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველებმა ამ დროის მონაცემებით ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ ეტაპზე 200-ზე მეტი მაშველი კინოლოგიური ჯგუფისა და ტექნიკის დახმარებით 5 დაკარგულს ეძებს.

პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო

ადგილობრივის ინფორმაციით, ერთ-ერთ სახლში მამა და სამი შვი­ლია მოყოლილი.

„ერთი ოჯახიდან სამი უპოვიათ, ანგელოზი სამი შვილი, ტყუპი გოგოები, ერთი ბიჭი და მამა, დედა წასული შვილებისთვის, რომ უჭირდა, საზღვარგარეთ, რა ექნა.

იქით ორი მოხუცი ცხოვრობდა კიდევ, ისინიც არ ჩანან“, – ამბობს ადგილობრივი „მთავარ არხთან“.

ადგილობრივი ბაღდათში მეწყერში მოყოლილ ოჯახზე

“ტყუპი გოგოები არიან, ერთი ბიჭი და მამა… დედა წასულია საზღვარგარეთ შვილებისთვის, რომ უჭირდათ” | ადგილობრივი ბაღდათში მეწყერში მოყოლილ ოჯახზე

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on სამშაბათი, 06 თებერვალი, 2024

ცნობისათვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. მიწის მასაში 4 საცხოვრებელი სახლი მოჰყვა.

„სამი საუკეთესო მოსწავლე მოყოლილია მეწყერში.. ეძე­ბენ მაშ­ვე­ლე­ბი.. არ ვიცით მათი მდგომარეობა“ – ბოლო ცნობები სტიქიის ადგილიდან

„ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა, ვეძებთ 6 ადამიანს.. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ცოცხალი ძალა“ – რა ვითარებაა ბაღდათში

„ერთ სახლში მამა და სამი მცირეწლოვანი შვილია მოყოლილი.. სახლი მიწასთან არის გასწორებული“ – ადგილობრივები ბაღდათში ჩამოწოლილ მეწყერზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g