„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.
„ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც არსებული ინფორმაციით, აშშ-ში მოქმედი FARA-ს სიტყვა-სიტყვითი თარგმანია, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილები ახლავს თან.
პარლამენტში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ სახელწოდებით FARA-ს სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი პროექტი დარეგისტრირდა, რომელშიც მათ შორის გადმოტანილია ტერმინები – „აშშ-ს პრეზიდენტი“, „კონგრესი“, „სახელმწიფო დეპარტამენტი“, „ხაზინის მდივანი“
„ინიციატივა აშშ-ში მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვანი თარგმანია და ის სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს შეიცავს, რაც მომავალში დასაკონკრეტებელი იქნება.“
სისხლის სამართლის კანონმდებლობას ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით – ვადით 5 წლამდე.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის გაზაფხულზე მიღებული, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მასში ასახული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული ჯარიმების დაკისრებას ითვალისწინებს.