LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უცხოური ფონდების და სტიპენდიების გარეშე ვერ შევძლებდი ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლას… არ მინდა ჩემმა შვილმა ომსკში ან პეტერბურგში ისწავლოს“ – ზურა შევარდნაძე

184
ზურა შევარდნაძე

„უცხოური ფონდების და სტიპენდიების გარეშე ვერ შევძლებდი ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლას… არ მინდა ჩემმა შვილმა ომსკში ან პეტერბურგში ისწავლოს“ – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ მიერ „უცხოეთის აგენტების შესახებ“ ინიცირებულ კანონპროექტს, „გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი ზურა შევარდნაძე.

„გურიაში და თბილისის უნივერსიტეტში მიღებული სიყვარულისთვის და ცოდნისთვის ბონის, მიუნხენის და პარიზის ბოტანიკურ ბაღებში მიღებული ცოდნა რომ არ მიმემატებინა ვფიქრობ, სულ სხვაგვარად იქნებოდა ჩემი საქმე.

ვერც უცხოური ფონდების და სტიპენდიების გარეშე შევძლებდი ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლას. მე სხვისი ამბავი არ ვიცი, ჩემსას ვყვები. აბა როგორ არ ვიყო მადლიერი?! აბა როგორ არ ვიყო ამ აურზაურში იმ მხარეს რომელზეც ვარ?!

არც ჩემმა შვილმა არ მინდა ისწავლოს ომსკში, ხაბაროვსკში ან თუნდაც პეტერბურგში“, – წერს ზურა შევარდნაძე.

 

გურიაში და თბილისის უნივერსიტეტში მიღებული სიყვარულისთვის და ცოდნისთვის ბონის, მიუნხენის და პარიზის ბოტანიკურ ბაღებში…

Posted by Zura Shevardnadze on Monday, 6 March 2023

 

რუსუდან ფეტვიაშვილი: ეს კანონი შებოჭავს ჩვენს თავისუფლებას – დასავლეთთან დაშორება ჩვენთვის მომაკვდინებელი იქნება

„საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს და დაუშვებელია მისი გადახედვა.. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან“ – შოთა არველაძე

ინგა გრიგოლია: „რამხელა ძალა აქვს შოთისნაირი ადამიანების სიტყვას ასეთ კრიტიკულ დროს, გაზიარების რაოდენობას შეხედეთ, უზარმაზარი ძალა აქვს..“

“ანტიცივილიზაციური სამარცხვინო მავნებლობის გარდა… ყველა გრანტი და სესხი, რასაც სახელმწიფო იღებს რომ გააჩერონ, პირველივე წელს მშპ-ს ვარდნა მინიმუმ 15% იქნება” – თენგიზ შერგელაშვილი

პოპულარულები