გდანსკის ცენტრში სეირნობისას 28 წლის ქართველს პოლონელი თავს დაესხა.
პოლონური გამოცემის ცნობით, უცნობმა მამაკაცმა საქართველოს მოქალაქეს ლუდის ბოთლი თავში ჩაარტყა.
პოლიცია მიიჩნევს, რომ თავდასხმას ეროვნული მოტივი ჰქონდა.
დაშავებული 28 წლის ქართველი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გაირკვა, რომ გდანსკში მცხოვრები 41 წლის კაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის მალევე დააკავეს და ბრალი დისკრიმინაციის მუხლით წარუდგინეს. მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.