უფროს შვილთან და რძალთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის ფონზე, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ვაჟის, რომეოს 23 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ამჯერად ვიქტორიამ პორტოფინოში გადაღებული კადრები გაგვიზიარა. ისინი კვლავ მდიდრულ იახტაზე ისვენებენ. მათ თან ახლავთ შვილები, რომეო, კრუზი და ჰარპერი.
ერთ-ერთ ფოტოში დიზაინერი თეთრ ხალათში, თავზე პირსახოც მოხვეული პოზირებს და თავის ახალ პარფიუმს არეკლამებს. აღნიშნულ ფოტოებს მედიაში უკვე მოუძებნეს სათაური – „უდარდელი დედამთილის იმიჯი“
რაც შეეხება ბრუკლინ და ნიკოლა პელტცებს, ინსაიდერის თქმით, ბრუკლინმა რომეოს დაბადების დღე არ მიულოცა.
ბექჰემების ორად გახლეჩილი ოჯახი – კრუზ ბექჰემი ფოტოებს ავრცელებს
