მეფე კარლის კორონაციამდე რამდენიმე საათი რჩება. პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა ლონდონში სოხოს რაიონი მოინახულეს, რომელი დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადება. მონარქები საორგანიზაციო საკითხებს გაეცნენ და სიტუაცია ადგილზე დაათვალიერეს. საინტერესოა, რომ უელსის პრინცი და პრინცესა სოხომდე „ელიზაბეტ ლაინის“ მატარებლით მივიდნენ. მატარებლის ეს ხაზი გასულ წელს თავად დედოფალმა ელისაბეთმა გახსნა.
ქეითი სოხოში ვიზიტისას ბრწყინავდა Suzannah-ის ულამაზეს თეთრ კაბაში, რომლის ღირებულება 2790 ფუნტი სტერლინგია. კაბა ქეითმა Eponine-ის ულამაზეს ალისფერ პალტოს შეუხამა.
ქეით მიდლტონი „ალექსანდრე მაკქუინის“ 1830 დოლარიან თეთრ პიჯაკში გამოჩნდა
ქეით მიდლტონი წვიმიან ამინდში „კეტრინ უოლკერის“ ულამაზეს ანსამბლში ბრწყინავდა