LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უელსის  პრინცესა ალისფერ პალტოში – ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა კორონაციამდე მატარებლით გაისეირნეს

169
ქეით-მიდლტონი

მეფე კარლის კორონაციამდე რამდენიმე საათი რჩება. პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა ლონდონში სოხოს რაიონი მოინახულეს, რომელი დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადება. მონარქები საორგანიზაციო საკითხებს გაეცნენ და სიტუაცია ადგილზე დაათვალიერეს. საინტერესოა, რომ უელსის პრინცი და პრინცესა სოხომდე „ელიზაბეტ ლაინის“ მატარებლით მივიდნენ. მატარებლის ეს ხაზი გასულ წელს თავად დედოფალმა ელისაბეთმა გახსნა.

ქეითი სოხოში ვიზიტისას ბრწყინავდა Suzannah-ის ულამაზეს თეთრ კაბაში, რომლის ღირებულება 2790 ფუნტი სტერლინგია. კაბა ქეითმა Eponine-ის ულამაზეს ალისფერ პალტოს შეუხამა.

ქეით მიდლტონი ბირმინგემში, „კარენ მილენის“ პლისე კაბასა და მეუღლის ნაჩუქარ ულამაზეს საყურეებში გამოჩნდა

ქეით მიდლტონი „ალექსანდრე მაკქუინის“ 1830 დოლარიან თეთრ პიჯაკში გამოჩნდა

ქეით მიდლტონი წვიმიან ამინდში „კეტრინ უოლკერის“ ულამაზეს ანსამბლში ბრწყინავდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები