კანიე უესტის მეუღლეს, ბიანკა ჩენსორის 29 წელი შეუსრულდა. იუბილე წყვილმა ლას-ვეგასში, მეგობრების გარემოცვაში, Wynn-ის სასტუმროში აღნიშნა.
ამ დღეს ჩენსორი კიდევ უფრო შიშველი იყო, ვიდრე ოდესმე. ამჯერად მას „მიკრო-ბრა“ და მინი ქვედაბოლო ეცვა, მის „ლუქს“ ბადე ქუდი ასრულებდა. წყვილი კვლავინდებურად ფეხშიშველი იყო წარმოდგენილი. ერთ-ერთ ფოტოში ბიანკა დოლარების კუპიურებში ზის.
ახლახან უესტმა „ინსტაგრამზე“ მეუღლის პიკანტური ფოტოები გაავრცელა, რომლებშიც ბიანკა ფაქტობრივად სრულიად შიშველია.
„აღარანაირი შარვალი“, – წერს უესტი და აღნიშნავს, რომ 2024 წელს მისი მეუღლე უფრო ნაკლები ტანისამოსით ივლის.