Instagram-ზე უილ სმითის პოპულარობა იზრდება.
49 წლის ამერიკელი მსახიობი და ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი Instagram-ზე 2017 წლის დეკემბერში დარეგისტრირდა და რამდენიმე კვირაში უკვე თითქმის 8 მილიონი მიმდივარი გაიჩინა.
მსოფლიო მედიის ყურადღება სოციალურ ქსელში მისმა არაორდინარულმა ქცევამ მიიპყრო. სმიტი Instagram-ზე უჩვეულო სელფების გარდა ხალხს სახუმარო ვიდეოებით ართობს.
ერთ-ერთ ბოლო პოსტში სმიტი მისი შვილის ჯეიდენის პაროდიას აკეთებს, რომელშიც მას მსხვილი ოქროს ჯაჭვი, სპორტული ტანისამოსი და ოთახის ჩუსტები აცვია.