LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინა ომში თუ დამარცხდება, პოლონეთი რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში შევა” – საფრანგეთში პოლონეთის ელჩი

183
BeFunky-collage - 2023-03-20T013219.518

საფრანგეთში პოლონეთის ელჩმა, იან ემერიკ როშიშევსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ომში თუ დამარცხდება, პოლონეთი რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში შევა.

„დღეს ან უკრაინა დაიცავს თავის დამოუკიდებლობას, ან თუ ვერ დაიცავს, ჩვენ იძულებული ვიქნებით ჩავერთოთ ამ კონფლიქტში, რადგან საფრთხე ემუქრება ჩვენს ღირებულებებს, რომლებიც ჩვენი ცივილიზაციის საფუძველია, ამიტომ არჩევანი არ გვექნება“, – განაცხადა იან ემერიკ როშიშევსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g