LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ რუსეთს “აზოვსტალში” მყოფი მძიმედ დაჭრილი უკრაინელი დამცველების რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლა შესთავაზა – ირინა ვერეშჩუკი

162
azovstal

უკრაინამ რუსეთს შესთავაზა, რომ მარიუპოლში, “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანაში მყოფი მძიმედ დაჭრილი უკრაინელი დამცველები რუს სამხედრო ტყვეებში გაეცვალათ. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა

„ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის. მოლაპარაკებები გრძელდება“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

10 მაისს “აზოვის” პოლკმა გაავრცელა ინფორმაცია და ფოტოები, რომ მარიუპოლის დაჭრილ მებრძოლებს თვითგადარჩენა მედიკამენტების გარეშე და ანტისანიტარიის პირობებში უწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები