LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ხორცის ნაჭერივით გადმომაგდეს… მომატყუეს… ოდესაში 600-ზე მეტმა რუსმა ბრძოლაზე უარი თქვა” – რას ამბობს ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედრო

351
BeFunky-collage (1)

უკრაინული მედია ტყვედ ჩავარდნილი კიდევ ერთი რუსი სამხედროს ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც რუსი სამხედრო კრემლის პროპაგანდისტულ და დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნებმა ჯარისკაცები მოატყუეს.

ომის გაგრძელების მომხრე რუსეთში მხოლოდ ორი ადამიანია – რას ამბობს უკრაინის დაზვერვა

მედია: FSB-ს მაღალჩინოსნები პუტინმა შინაპატიმრობაში გადაიყვანა – “როგორც სჩანს, მიხვდა რომ შეცდომაში შეიყვანეს”

“წვრთნების დასრულების შემდეგ ფრონტის ხაზზე გადმოგვისროლეს. არც კი დაინტერესებულან გვინდოდა თუ არა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა. ამ დროის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა ანტიუკრაინული პროპაგანდა. რამდენიმე დასახლებული პუნქტი გადავკვეთეთ, მათ შორის კახოვკაც, სადაც პირველი დაპირისპირება მოხდა და ჩვენც ჩავბარდით. დაბრუნების სურვილიც მქონდა, თუმცა უკან მომავალი შენაერთები დაბრუნებულ  ადამიანებს დეზერტირობის გამო კლავდნენ. რა თქმა უნდა, სახლში დაბრუნება მინდა.

ახლა ვხვდები, რა უბედურებაშიც გამხვია ჩემმა სამსახურმა, არმიამ. მომატყუეს და უკრაინაში ხორცის ნაჭერივით გადმოგვაგდეს. ტელეფონი წაგვართვეს, ინფორმაციას ვერ ვიღებდით.

სანამ იარაღს დავყრიდით აშკარად ვხედავდი, რომ რუსეთის მხრიდან ნასროლი რაკეტები არასამხედრო, არამედ დასახლებული პუნქტის მიმართულებით მიფრინავდა. ოდესაში 600-მა რუსმა სამხედრომ ბრძოლაზე უარი თქვა, მიხვდნენ, რაც ხდებოდა და გემიდან ხმელეთზე არ გადმოვიდნენ”, – აცხადებს რუსი ჯარისკაცი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g