LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის პორტებში პირველი უცხოური გემები შევიდნენ

77
shutterstock_2066086010

მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინის პორტებში პირველი უცხოური გემები შევიდნენ. ექსპორტი განხორციელდება დუნაი-შავი ზღვის არხის მდინარის პორტებით. ინფორმაციას უკრაინის საზღვაო ფლოტი Facebook გვერდზე ავრცელებს.

მათივე ცნობით, რვა უცხოური ხომალდი უკრაინის პორტებში პირველად შევიდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. ცნობისთვის, ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ დაიბრუნა კონტროლი კუნძულ ზმეინიზე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხვალ ანუ 13 ივლისს, სტამბოლი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ რუსეთისა და თურქეთის დელეგაციების შეხვედრას უმასპინძლებს. ამის შესახებ Gündeme Dair Her Şey იუწყება. შეხვედრას გაეროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები