LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის პრემიერი: 2024 წელი უკრაინაში სამხედრო ინოვაციების წელი უნდა იყოს

142
630_360_1706808292-341

2024 წელი უკრაინაში სამხედრო ინოვაციების წელი უნდა იყოს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

მისივე თქმით, წელს ასობით მილიარდი გრივნა დაიხარჯება იმისთვის, რომ უკრაინის სამხედროებს ჰქონდეთ ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ.

„ჩვენ ვიწყებთ რობოტული ტექნოლოგიების აქტიურ განვითარებას ბრძოლის ველზე. ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვას. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების განვითარებას”, – განაცხადა შმიგალმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები