LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა ჩაგვაყენებს იმ ქვეყნების რიგში, რომლებიც სიკეთის მხარეს დგანან – ახლა არც ბოროტების მხარეს ვართ, არც სიკეთის და „გაკვეტებულები“ ვართ სადღაც შუაში: მამუკა გამყრელიძე

168
Untitled design

საქართველოს ევროპელი დემოკრატების პარტიის გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა.

ანდრეი კასიანოვი: უკრაინას უკიდურესად სჭირდება გენერატორებით დახმარება – ერთი თვის წინ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით, თუმცა სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია

ანდრეი კასიანოვი: შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით

მამუკა გამყრელიძის განცხადებით, „ჩვენი სახელმწიფო ადამიანურობის ნაკლებობას განიცდის“ და კარგი იქნებოდა თუ საქართველო უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებით უფრო მეტად დაეხმარებოდა, რითაც ჩვენი ქვეყანა ჩადგებოდა „იმ ქვეყნების რიგში, რომლებიც სიკეთის მხარეს დგანან“.

მამუკა გამყრელიძის განმარტებით, აბსურდულია ნარატივი, რომ „არ ვაწყენინოთ რუსეთს, რადგან ჩვენ ომის გვეშინია“, რადგან ეს „გათვლილია ამომრჩევლებზე, რომელთაც რუსეთთან ომის ძალიან ეშინიათ“.

„ანდრეი კასიანოვი, ისევე, როგორც სხვა ოფიციალური პირები უკრაინისა, მიმართავენ მსოფლიოს ლიდერებს, რომ უკრაინას აღმოუჩინონ დახმარება. უკრაინას მართლაც საოცრად უჭირს, რადგან მათი ინფრასტრუქტურა იბომბება და პრაქტიკულად განადგურებულია. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, მეგობრული ხელი უნდა გაუწოდო, როგორც მეგობარ, ასევე არამეგობარ ქვეყანასაც.

აქაც ისევ ჰუმანურობასთან გვაქვს საქმე. ადამიანურობის ნაკლებობას განიცდის ჩვენი სახელმწიფო.

ლაპარაკი არ არის შეიარაღების მიწოდებაზე, გასაგებია, რომ შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის, საქართველოს გარკვეულწილად საფრთხეს შეუქმნიდა რუსეთისაგან, ამიტომ სრულიად შესაძლებელია, რომ ჰუმანიტარული დახმარებით შემოვიფარგლოთ.

უკრაინელი ლტოლვილების მიღება დიდი საქმეა, მაგრამ სხვა მხრივ უკრაინის დასახმარებლად ჩართვაც აუცილებელია. თუნდაც, მედიკამენტების ან პირველადი საგნების დახმარების და ა.შ. გაგზავნა. ეს ჩვენ დაგვაყენებს იმ ქვეყნების რიგში როლებიც სიკეთის მხარეს დგანან.

ჩვენ ახლა არც ბოროტების მხარეს ვდგავართ, არც სიკეთის და „გაკვეტებულები“ ვართ სადღაც შუაში, რაც ყველაზე სამარცხვინო პოზიციაა.

არ ვაწყენინოთ რუსეთს იმიტომ, რომ ჩვენ გვეშინია ომის და მსგავსი განცხადებები, სიმართლე გითხრათ აბსურდულია და განხილვაც კი არ ღირს. აბსურდია, რომელიც განსაზღვრულია საკუთარი ამომრჩევლებისთვის, რომლებსაც ძალიან ეშინიათ რუსეთთან ომის“ , – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g