ბოლო კვირების განმავლობაში შაკირა-ჟერარ პიკეს დაპირისპირებამ მსოფლიო მედია მოიცვა. არტისტმა სიმღერა გაავრცელა, რომელიც პიკესა და მის „საყვარელს“ კლარა ჩია მარტის მიუძღვნა. არც პიკე დასჯერდა კრიტიკას და შაკირას არცერთი ქარაგმული ნათქვამი უპასუხოდ არ დაუტოვებია.
ჟერარ პიკე შაკირას საჯაროდ მასხრად იგდებს – მედია „პასუხის პასუხის“ მოლოდინში
მედია დაპირისპირების ახალი ტალღის მოლოდინშია. საქმე ისაა, რომ 35 წლის ფეხბურთელმა ახალი გულის სწორის, 23 წლის კლარა ჩია მარტის ფოტო სოციალურ ქსელში პირველად გაავრცელა. თბილ ფოტოს უამრავი მოწონება, კომენტარი და კრიტიკა მოჰყვა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია შაკირას რეაქციას დაველოდოთ.
„შაკირას ჰგავს“ – ჟერარ პიკე გაბუტული მეგობარი გოგოს შემორიგებას ცდილობს