მომღერალმა ლელა წუწრუმიამ ბენდთან ერთად ბათუმში კონცერტი გამართა. როგორც ირკვევა ის ანშლაგით ჩატარდა.
ყველასათვის საყვარელი ჰიტის „ჩუმად ნათქვამი“ შესრულებისას ლელამ სცენიდან მიკროფონი მაყურებელს მიაწოდა, ცნობილი სიმღერა მომღერალმა მსმენელთან ერთად შეასრულა.
„ძალიან დიდი მადლობა, მომავალ შეხვედრამდე, მიყვარხართ“, – განაცხადა მომღერალმა კონცერტის დასასრულს.
ვიდეო კადრებს სოციალურ ქსელში მამულიჩა ავრცელებს.