LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმშვენიერესი ორსული – რა ფოტოებსა და ვიდეოებს გვიზიარებენ ვენსან კასელი და ნარა ბაპტისტა

350
page

მას შემდეგ, რაც ვენსან კასელის შეყვარებულის, ნარა ბაპტისტას ორსულობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მედია განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს კასელის „ინსტაგრამს“.

ჯერჯერობით მას სასიხარულო ინფორმაციასთან დაკავშირებით, არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია და არც საყვარელი ქალის ფოტო გაუვრცელებია.

სამაგიეროდ, მან საათების ბრენდის სარეკლამო რგოლში მიიღო მონაწილეობა, ვიდეოც გააზიარა.

პარალელურად ამისა, 27 წლის უმშვენიერესმა ნარამ „ინსტაგრამ სთორიში“ ფოტო გაავრცელა, როგორც მისი პოსტებიდან ჩანს, გოგონა ღამის კლუბში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, კასელს მონიკა ბელუჩისთან ქორწინებიდან ორი ქალიშვილი, 20 წლის დევა და 14 წლის ლეონი ჰყავს, ტინა კუნკათან კი, 4 წლის გოგონა ამაზონი.

ფოტო/ვიდეო: ნარა ბაპტისტას ორსულობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ტინა კუნაკმა მედიისთვის უცნობი მამაკაცი გამოაჩინა

57 წლის ვენსან კასელი მეოთხე შვილს ელოდება – ნარა ბაპტისტა ფოტოებს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები